05:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 10:21:58, 770 ნახვა

რეგიონი
გუგუტიანთკარში მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში დაზარალებული 3 ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს.

მინისტრის განმარტებით, ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახებს, რომელთა სახლებიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა, საკუთრებაში გადაეცემათ სახლები და მიწის ნაკვეთები გორში, რომლებშიც ომის შემდგომ ცხოვრობდნენ.

გარდა ამისა, ეს ოჯახები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

„დღეს ვიმყოფებოდით გორში, რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახში. იმ ადგილას, სადაც ისინი 2008 წლიდან ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და რუსეთის ინტერვენციის შედეგად მათი სახლები გუგუტიანთკარში დაიბომბა. დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოციალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც ისინი დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ მათ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ციხელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics