09:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 19:36:11, 1108 ნახვა

საზოგადოება
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

2019 წლის იანვარი-ივნისი პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 4681 პიროვნება გამოვლინდა.

შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დროის მოცემულ მონაკვეთში, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულთა უმრავლესობა მამაკაცია.

სულ მოძალადეთა რაოდენობა: 4681

მამაკაცები: 82,7% (3872 მოძალადე)

ქალები: 17,3% (809 მოძალადე)

იმავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ყველაზე ხშირად, ქალები გახდნენ.

სულ მსხვერპლთა რაოდენობა - 4945

მამაკაცები: 18% (886 მსხვერპლი)

ქალები: 82% (4059 მსხვერპლი).

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იგივე მონაცემთან შედარებით, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულთა რაოდენობა  29,3%-ით, ხოლო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა 28,2%-ითაა შემცირებული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დროის ამ მონაკვეთში  ოჯახური ძალადობის საქმეზე 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics