22:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 15:29:41, 1788 ნახვა

პოლიტიკა
რუდი ოკუპაციაზე - გირჩევდით, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე გაერთიანდნენ

 „სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

რუდი დიპლომატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესია შექმნილი.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისკენ და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

აშშ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ყოველდღიურად საქართველოს მთავრობასთან ყველა გამოწვევაზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, მათ შორის ბორდერიზაციის საკითხზე, სოფელ გუგუნტიანთკარში მიმდინარე პრობლემაზე. ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ რთული გამოწვევის წინაშე“, - აღნიშნა რუდმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics