22:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 14:35:14, 1144 ნახვა

პოლიტიკა
იაპონიის ელჩი: საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას აბსოლუტურად ვეწინააღმდეგებით

„შეშფოთებული ვარ გუგუტიანკარში არსებული ვითარებით - იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას“, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ  უეჰარა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.

„მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას.  იმედი მაქვს, რომ ეს გაურესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა, და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც  ეს განცალკევება შეეხოთ“, - აღნიშნა ელჩმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics