22:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 14:21:16, 1194 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი: მოვითხოვთ, რუსეთმა საქართველოდან და უკრაინიდან საოკუპაციო ჯარები გაიყვანოს

უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან საქართველოდან და უკრაინიდან  საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვს - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა პეტრო ბოგდანიმ სოფელ  გუგუტიანთკარში განაცხადა.

როგორც პეტრო ბოგდანმა განაცხადა, რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.

„ჩვენ ახლახანს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის დაწყების მე-11 წლისთავი აღვნიშნეთ და დღეს  ჩვენ ვდგავართ საოკუპაციო ზოლთან. რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობდნენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით. უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, ასევე სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება“, - განაცხადა პეტრო ბოგდანიმ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დამატებითი უკანონო მავთულხლართები გააბეს,  დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics