04:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 12:26:37, 594 ნახვა

რეგიონი
რუსლან აბაშიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ქალაქ ჯვარში, სოფელ ფოცხო-ეწერსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრობლემურ საკითხებს და დევნილთა საჭიროებებს.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე მთავარი განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის  მნიშვნელოვან საკითხებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.

მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, რუსლან აბაშიძემ შ.პ.ს. ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია"  მოინახულა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და მოადგილე ნუკრი ხასია, ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მონაწილეობდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics