|
2019-08-16 12:20:13, 925 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. გურიელის N5-ის ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონი, საპარკე სკამები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო მოედანი, საფეხმავლო ბილიკები. ამჟამად კი, საბავშვო მოედანზე რბილი საფარი იგება. პროექტის ბოლო ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდება. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მოსაშვილის N9-ში, სადაც ასევე, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ეზოში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. პროექტის ბოლოს ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და პროექტების დეტალები ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეათანხმა. „გეგმის მიხედვით მუშაობას განვაგრძობთ და ამ დროისთვის, ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცე ცხრა მისამართზე ეწყობა. ყველა სივრცე იქნება კეთილმოწყობილი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. გასართობი მოედნებისა და სხვა ურბანული ავეჯის განთავსების გარდა, ტერიტორიები გამწვანდება. აქვე მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მოწყობილ სივრცეებს გაუფრთხილდეს და მოუაროს, რადგან ჩვენ გარემოზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. მიმდინარე წელს ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია სულ 20 მისამართზე განხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)