04:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 11:38:33, 560 ნახვა

რეგიონი
სოლომონ პავლიაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვისა და ფიას  მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე,   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ.

სოფლების მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრა. სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება აგროდაზღვევის პროექტში ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის კუთხით, ასპინძა საკმაოდ აქტიურია. მუნიციპალიტეტს  მესაქონლეობის, მეკარტოფილეობისა და მეფუტკრეობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პოტენციალის ათვისება მაქსიმალურად მოხდეს,  მოსახლეობამ შექმნას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში,  მიიღოს  მეტი სარგებელი და გაზრდილი შემოსავალი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

სოფელ ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვის და ფიას მცხოვრებლებს, შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,  სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებასა და ამბულატორიების შექმნაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც  გამართავენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics