21:44 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 16:26:48, 1167 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი: ომში მონაწილე რუს სამხედროებს საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ

"ევროპული საქართველო" საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის ქვეყნის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა შემთხვევების შესახებ როცა რუსი სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიაში, იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ ქართველების ეთნიკურ წმენდაში და მკვლელობებში დაუბრკოლებლად შემოდიან ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და სარგებლობენ ჩვენი სტუმართმოყვარეობით. ცხადია რუსი ტურისტები საქართველოში უნდა ჩამოდიოდნენ მაგრამ სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ იმ პირების საქართველოში არშემოშვება ვინც ჩვენი მოქალაქეების სისხლს ღვრიდა", - აღნიშნა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ასეთი პირების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას ხელისუფლებას ისედაც ავალდებულებს რადგანაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულიად უკანონოდ, ოკუპანტის სტატუსით იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის მოთხოვნის მიუხედავად მათ მაინც უშვებს ქვეყნის ტერიტორიაზე.
„ევროპული საქართველო პარლამენტში შევა რეზოლუციის პროექტით რომელიც დაავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი რუსი სამხედროების მონაცემთა ბაზა", - დასძინა კანდელაკმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics