15:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 13:00:57, 2955 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: შემოდგომაზე შედგება კონსულტაციები, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება

„შემოდგომაზე გახდება ცნობილი, თუ როგორ მოხდება ჩვენი მომავალი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს მმართველი გუნდი, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული.

„პროპორციული მოდელი ნულოვანი ბარიერით გულისხმობს თავის  თავად იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია მიიღებს საკმარის უმრავლესობას მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ რომელიმე პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ყველა ჩვენი თანაგუნდელი, პოლიტიკოსი, რომელმაც წარმატებით იმუშავა ამ პარლამენტში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა მომავალშიც ჩვენს გუნდში და პოლიტიკურ სისტემაში თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ბუნებრივია, კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს გახდება კიდევ უფრო ინტენსიური შემოდგომაზე თუ როგორ მოხდება ჩვენი მომავალი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics