13:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 12:37:38, 1394 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მესამე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორთან, Citi -სთან ერთად  ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია  კიდევ უფრო განვიმტკიცოთ  და  ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება მნიშვნელოვანია როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც  ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში აქტიურად არიან ჩართული. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics