|
2019-08-13 12:12:04, 1233 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - საზოგადოებას ვპირდები, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა
საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც საუბარია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს მოქალაქეებს და ამის კარგი მაგალითი იყო კობი-გუდაურის საბაგიროს პროექტი. „ეს იყო საბაგირო, რომელმაც დააკავშირა კობი გუდაურს. ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი. ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე და დღეს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)