12:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 10:12:12, 400 ნახვა

საზოგადოება
საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი 2016 წლის სექტემბრისთვის შეიქმნება

„საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი 2016 წლის სექტემბრისთვის შეიქმნება“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, სკოლის მთავარი მიზანი საჯარო მოხელეების ევროპული სტანდარტებისათვის მომზადება იქნება. 

„განათლების საერთაშორისო ცენტრსა და  მთავრობის ადმინისტრაციას  დღეს დაგვევალა საჯარო მოხელეთა სკოლის დაარსება  და პროგრამების გამართვა. შესაბამისად, დღეს საჯარო სკოლა მოემსახურება და მიმდინარე საჯარო მოხელეთა რეფორმის ინსტრუმენტი იქნება.  საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები იყვნენ ევროპის სტანდარტების და სამუშაობისთვის, ასევე საზოგადოებრივი პოლიტიკისთვის მზად. ამ სკოლას ექნება როგორც აუცილებელი სავალდებულო ტრენინგი, რომელიც პირველ ეტაპზე მსურველ მოხელეებს მოამზადებს, ასევე იქნება თემატური ტრენინგი. სკოლა საჯარო მოხელეებს მომზადების იმ საშუალებას შესთავაზებს, რომელიც მათ დაწინაურებაში შეუწყობს ხელს. ეს სკოლა გაკეთდება მსოფლიო წამყვან სკოლებთან თანამშრომლობით. სკოლის კურიკულუმის და ადმინისტრაციის გამართვაში ჩართული იქნება ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციის სკოლა, პოლონეთის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადმინიტრაციული სკოლა. იმედი გვაქვს, რომ პროგრამის დაწყებიდან 12 თვეში დავიწყებთ ფუნქციონირებას და ყოველთვიურად 1200-1400 საჯარო მოხელე გადამზადდება“,-განაცხადა ნინო ჭელიძემ.

ამასთან, როგორც ნინო ჭელიძემ განმარტა, საჯარო მოხელეთა ცენტრის მომზადების ბიუჯეტი 2 მილიონამდე იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics