16:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 16:37:16, 1167 ნახვა

კომენტარი
პაატა სალია - ნიკა გვარამიამ „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა „ინტერმედიას“ მინიმალურ ფასად მიჰყიდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე, „კურიერის“ საარქივო მასალა სხვა კომპანიას გადაეცა.

კერძოდ, როგორც სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ნიკა გვარამიას დადებული აქვს ხელშეკრულება  „ინტერმედიასთან“, რომლის თანახმადაც 200 ათას ლარშია გაქვითული „რუსთავი 2“-ის კუთვნილი სრული საარქივო მასალა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სულ რაღაც 6 დღით ადრე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს დადებული აქვს ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში არის გაქვითული „რუსთავი 2“-ის კუთვნილი მთელი საარქივო მასალა, კურიერის ყველა სიუჟეტი მოყოლებული 1994 წლიდან 2019 წლამდე. რაც მთავარია, ამ მასალის სხვაგან, ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოყენების და გასხვისების უფლებით. ეს არის ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე მოცემულ შემთხვევაში და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე, მინიმალურ ფასში, რაღაც კაპიკებში ხდება გაქვითვა უნიკალური საარქივო მასალის, რომელიც იყო მხოლოდდამხოლოდ კურიერის საკუთრება. დღეს ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი 2“-ის საკუთრება, ამაზე უფლება აქვს სხვა კომპანიასაც და საყურადღებოა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, საუბარია ინტერმედიაზე, მოიაზრება სწორედ ერთ-ერთი ახალი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად. ძალიან საინტერესოა, რატომ დადო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა [ნიკა გვარამიამ] ამგვარი ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტიურად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს. ამაში სავარაუდოდ მისი ინტერესიც იკვეთება ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პაატა სალიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics