|
2019-08-11 16:54:02, 3259 ნახვა
საზოგადოება
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი - უწყებებს იმიტომ არ შევუთანხმე რომ საჭიროდ არ ჩავთვალე
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი უძველესი ტაძრის იატაკის მარმარილოს ფილებით მოწყობის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა. მისი თქმით, რესტავრაციის შესახებ შესაბამის უწყებებთან შეთანხმება იმიტომ არ მოხდა, რომ საჭიროდ არ ჩაითვალა. ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის მტკიცებით, ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და „უბრალო ფილები იყო“. “ჯერ ერთი, იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა, ის 60-იან წლებში შეიცვალა, ამ ტაძარს რესტავრაციის გაკეთება მოუწია. ეს იყო კომუნიზმის რეჟიმის დროს ჩამოსხმული, ბორდიურები იყო დაზიანებული, რომელიც მტვრის ბუდე იყო და ძვირფასი მარმარილოთი მოხდა ამის ჩანაცვლება. აქ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა, ისტორიულად ყოველთვის ახლდებოდა და კეთდებოდა“,-აცხადებს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)