18:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-11 16:23:17, 1520 ნახვა

სამართალი
შსს არ აპირებს ყინწვისის მონასტერში მეტლახის დაგების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის უნებართვო დაგების ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს. - ამის შესახებ, "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა  სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებას უნდა მიმართოს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ რომელმაც მოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს, დაზიანდა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 

"თუ სააგენტომ არ მოგვმართა გამოძიების დასაწყებად, უწყება ვერ შეაფასებს დაზიანებულია თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ან თუა დაზიანებული რა დოზით" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 ყინწვისის ღვთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი რამდენიმე დღის წინ მეტლახით შეიცვალა. სააგენტო გავრცელებულ 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მეტლახის დაგებას "ადგილობრივი სასულიერო პირების თვითნებობად და უკანონობად" აფასებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics