|
2019-08-11 14:39:47, 1500 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება გამოაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების მიმდინარეობს. მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია hr.police.ge-ზე და hr.gov.ge-ზე. აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნაა. შერჩეული კანდიდატები, საკონკურსო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში განხორციელებული რეფორმის თანახმად, აკადემიაში სწავლის პერიოდი გახდა ანაზღაურებადი. შესაბამისად, შერჩეული პირები, ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის გავლისას მიიღებენ შრომის ანაზღაურების ნახევარს. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ოფიცრები ეტაპობრივად გადანაწილდებიან სამოქმედო ტერიტორიებზე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ, საჭირო ინფორმაცია მიიღონ მათ ტერიტორიაზე მოქმედ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ მასთან. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ოფიცრები დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით - მთელ საქართველოში დაინერგება. NS
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)