|
2019-08-10 11:40:36, 1004 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯიმ“ პირველად დედაქალაქში, 60 წლის განმავლობაში ამორტიზებული გაზის მაგისტრალების შეცვლა დაიწყო
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და ის ძლიერ დაზიანებული იყო. დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის აღნიშნული მილსადენი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს. კომპანია „თბილისი ენერჯის“ მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. „თბილისი ენერჯი“ აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას 1300 მეტრის გაზსადენი სრულად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)