|
2019-08-09 21:12:06, 1380 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები, გია და ლევან ყარამანაშვილები ნიკა გავარმიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურებიან. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიასთვის ბრალის წაყენება აშკარა პოლიტიკური დევნაა, რომელსაც კანონთან და სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. „ჩვენ როგორც ტელეკომპანია „რუსთავის 2-ს“ წილების უმრავლესობის მესაკუთრეები ვაცხადებთ, რომ წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ს“ წარმატება ნიკა გვარამიასთან იყო დაკავშირებული. ნიკა გვარამიას საქმიანობის შედეგად გაიზარდა კომპანიის შესაძლებლობები, მრავალფეროვანი გახდა სამაუწყებლო ბადე. „რუსთავი 2“ იქცა მასშტაბურ მაუწყებლად, სადაც ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ერთადერთი, რამაც ზიანი მიაყენა კომპანიას, ეს არის ივანიშვილის აგრესიული პოლიტიკა და რეჟიმის მიერ მართული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები, მათ შორის ყადაღა და თანმდევი შეზღუდვები. ამან სერიოზული ფინანსური დანაკარგი გამოიწვია. ამის შედეგად ტელეკომპანიის არაორდინალურ პირობებში უწევდა საქმიანობა. ამ ვითარებაშიც ნიკა გვარამიამ სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მოახერხა. ტელეკომპანია „რუსთავის 2“ წლების განმავლობაში იყო თავისუფალი სიტყვის და კრიტიკული აზრის სიმბოლო საქართველოში. სწორედ ამიტომ, ივანიშვილს და მის გარემოცვას ჩვენი კომპანიის და გენერალური დირექტორის მიმართ მიუღებლობა არასოდეს დაუმალავს. აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ აშკარა პოლიტიკურ დევნად, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართლიანობასთან“, - ნათქვამია ყოფილი მფლობელების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)