18:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 13:09:03, 1054 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი - რუსეთი ოკუპანტია, თუმცა სხვა საკითხია, როდესაც აისბერგი გეჯახება, აკეთებ მანევრს თუ პირდაპირ ასკდები

„კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი და ვინ განახორციელა ომი, არ შეიძლება არსებობდეს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, რუსეთი ოკუპანტია, თუმცა მისივე თქმით, როდესაც ქვეყანას საფრთხე ემუქრება, მის ასაცილებლად მანევრირებაა საჭირო.

„კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის რუსეთი. სხვა საკითხია, როცა ხედავ, რომ  დიდი აისბერგი მოდის და გეჯახება, აკეთებ თუ არა შენ, როგორც გემის კაპიტანი რაიმე მანევრს რომ აიცილო ეს, სცადო მაინც, თუ პირდაპირ, მთელი სისწრაფით ასკდები, აი ამაშია საქმე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics