18:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 11:12:13, 1091 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი აღარ განმეორდეს

თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი აღარ განმეორდეს. თალაკვაძის განცხადებით, ამ ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილები და ოჯახები იმსახურებენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების საფლავებს, ასევე, ვანუგეშეთ მათი ოჯახები. თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში აღარასდროს განმეორდეს ომი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ეს იყო ამ ადამიანების ოცნება, ეს იყო ის იდეა, რასაც ისინი შეეწირნენ. მათი შვილები და ოჯახები იმსახურებენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს, თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს მშვიდობით. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“, - განაცახადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics