02:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 10:53:49, 1273 ნახვა

რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭალა-ბოხვაურის და სილაურის სოფლების მაცხოვრებლებისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, გურიაში მიმდინარე წელს აშენდება 6 ამბულატორია. სამივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 17 ამბულატორიას. დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა ქალაქ ოზურგეთში. მოსახლეობამ მთავარ საკითხად ჭალა-ბოხვაურში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სილაურში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაასახელა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზაზა გაბუნია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, სალქო ორგანიზაციის წევრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics