|
2019-08-08 10:07:10, 969 ნახვა
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს
2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შენობებზე. დროშები დღეს, 00:00 საათამდე იქნება დაშვებული. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი შესრულდა. საქართველოში რუსეთის ჯარის ინტერვენციის შედეგად, 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, 1 747 კი, დაიჭრა. სახლები თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)