|
2019-08-07 19:35:07, 1217 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: რომ არა თომას ჰამერბერგის ძალისხმევა, ოკუპირებილი ტერიტორიებიდან ჩვენი გმირების გადმოსვენება ვერ მოხდებოდა
„მოღალატეობრივი პოლიტიკა იყო მიხელ სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველომ დაკარგა რამდენი კვადრატული მეტრი თუ კილომეტრი ქვაღორღიანი ადგილი“, - ამის შესახებ რეგიონალური მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს საერთოდ არ ახსოვდა დაკარგული 151 სოფელი, მოკლული გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ტყვეები, რომელთა გამოხსნაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის ძალისხმევის გარეშე ვერ მოხდებოდა. სუბარმა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2008 წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამ, სადაც ომის დამწყებად და დამნაშავედ გამოყვანილია საქართველო. „ეს არის საჩუქარი რუსეთის ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ დიპლომატიურ ომში და დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ ,,საჩუქრის“ გასაქარწყლებლად. ეს არის უმძიმესი დღე, უდიდესი ტრაგედია თანამედროვე საქართველოს ისტრორიაში, დღე რომელსაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, 151 მიწასთან გასწორებული სოფელი, სადაც სახლი კი არა ქვა-ქვაზე აღარ დატოვა ოკუპანტმა, 30 ათასზე მეტი ახალი დევნილი გამოყრილი თავისი სახლებიდან ასეულობით დახვრეტილი თუ ომში მოკლული ჩვენი თანამემამულე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა ისე ჯარისკაცები ბევრი გმირი გმირულად დაღუპული, ბევრი ჯარისკაცი, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსთვის და ნაწამები არა ერთი ადამიანი, ომის შემდეგ ტყვეობაში არაადამიანურად ნაწამები. ეს იყო დღე, როდესაც პრაქტიკულად ოკუპანტებმა წელში გაწყვიტეს საქართველო იმიტომ, რომ აღებული იქნა გორი, აღებული იქნა მთელი შიდა ქართლი, საქართველო იყო გაწყვეტილი ორ ნაწილად და ბოლომდე მოხვდა საქართველოს ულამაზესი და ძირძველი კუთხის აფხაზეთის ოკუპაცია, კოდორის ხეობის ოკუპაცია”,- განაცხადა სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარმა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც ისაუბრა. „სწორედ სააკაშვილია ის ადამიანი და მისი გუნდის წევრები საქართველოში, რომლებიც ცდილობენ, მთელი აქცენტი გადაიტანონ არა რუსეთის დანაშაულზე, არა ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არა ადამიანების წამებაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაზე, სახლების გადაწვაზე, არა ქართველი ჯარისკაცების წამებაზე, არამედ ქართველი ჯარისკაცების ვითომ დანაშაულზე ცდილობენ ხელის შეხოცვას, რომლებმაც მართლა გმირულად დაიცვეს სამშობლოს მთლიანობა და ტერიტორია. სააკაშვილი ცდილობს გადაიტანოს ისრები იქით, თითქოს ეს ქართველი ჯარისკაცების გასამართლებაა. ფაქტებს შევხედოთ - როდესაც ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები რუსეთის წინააღმდეგ ამ სასამართლოში, რუსეთმა დატოვა ჰააგის ტრიბუნალი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა იცის ვინ არის დამნაშავე და რუსეთს ესშინია იმ მტკიცებულებების, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, მაგრამ სწორედ სააკაშვილია ის ადამიანი და მისი გუნდის წევრები საქართველოში, რომლებიც ცდილობენ, რომ მთელი აქცენტი, გადაიტანონ არა რუსეთის დანაშაულზე, არა ეთნიკურ წმენდაზე რომელიც ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არა ადამიანების წამებაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაზე, სახლების გადაწვაზე, არა ქართველი ჯარისკაცების წამებაზე, არამედ ქართველი ჯარისკაცების ვითომ დანაშაულზე ცდილობენ ხელის შეხოცვას, რომლებმაც მართლა გმირულად დაიცვეს სამშობლოს მთლიანობა და ტერიტორია . რაც შეეხება მოღალატეობრივ პოზიციას, როდესაც რუსულმა ტანკებმა , როდესაც ისინი მოდიოდნენ გორიდან აღმოსავლეთისკენ, აუხვიეს ორჭოსანთან, გამოვიდა იმ ხელისუფლების წარმომადგენლი და თქვეს ვაშა გადავრჩით, თურმე ორჭოსანთან აუხვიეს და თურმე ახალგორი არ არის ქართული ტერიტორია, თურმე ძირძველი ტერიტორიების ოკუპირება ეს არაფერი არ არის და ეს არის საზეიმო, ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია“,- განაცხადა სუბარმა. მისი თქმით, სააკაშვილი ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში, საარჩევნო კამპანიისას აცხადებდა რომ, რამდენიმე კვირა დარჩა საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რითაც პრაქტიკულად აქეზებდა ოკუპანტს, რომ შემოჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე.
(NS)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)