18:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 17:03:17, 1184 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ბერაია: ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა მაშინდელი ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

„მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ფურცელია, რასაც ასობით უდანაშაულო თანამოქალაქის, გმირი ჯარისკაცებისა და სამართალდამცველების სიცოცხლე შეეწირა.

„ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ახალგორის რაიონზე და  კოდორის ხეობაზე, ბევრ სოფელზე. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 %, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში ცდიან საკუთარ თავზე ოკუპაციის მძიმე შედეგებს.

რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.  თუმცა, მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რამაც კომფორტი შეუქმნა რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში მიეღწია მისი საგარეო პოლიტიკური ამოცანებისთვის.  წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროვოკაციების შედეგად განვითარებული დაძაბულობების დეესკალაცია.  მისთვის მთავარი იყო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, გამყარება და გახანგრძლივება და არა სახელმწიფო ინტერესები.  ამის ნათელი დადასტურებაა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქოს საქართველომ ომის შემდეგ ამოისუნთქა.  სწორედ აქ ჩანს წინა ხელისუფლების დამოკიდებულება და მიდგომები ამ საკითხის მიმართ.  ის ვინც ყველაზე მეტად დაზიანდა ომის შედეგად არის საქართველო და მისი მოქალაქეები, ხოლო ის ვინც ყველაზე მეტად ისარგებლა ამით, არის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა.

საქართველო და მისი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას. ჩვენ, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, მშვიდობიანი გზით გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას. 

საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს როგორც დეოკუპაციის მიმართულებით გასატარებელ ნაბიჯებს, დიპლომატიურ ძალისხმევას, ასევე კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის და შერიგების  ღონისძიებებს, რომელსაც აქვს სრული და ერთსულოვანი მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics