18:11 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 12:26:16, 1449 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - 7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყო

„7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ კრემლმა, პუტინმა, ომი გაცილებით ადრე დაიწყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მუხათვერდის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგო.

ვაშაძემ რუსეთის ქმედებებს სამარცხვინო ტერორისტული აგრესია უწოდა.

 „1 აგვისტოს სრულმასშტაბიანი ომი იყო გაჩაღებული. უკვე განადგურებული იყო ქართული სოფლები ნული და ავნევი. უკვე დაძრული იყო დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების ტალღა. ამ სამარცხვინო სამხედრო ტერორისტულმა აგრესიამ საქართველოს მოუტანა 500-ზე მეტი დაღუპული ჩვენი საამაყო მოქალაქე, განადგურებული ინფრასტრუქტურა და სამუდამოდ დაღუპული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთს კი ამან მოუტანა სამუდამო სირცხვილი. ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, რაც არ უნდა ილაპარაკონ ერთმორწმუნეობასა და ერთობლივ ისტორიაზე“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics