18:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 11:41:07, 1075 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ

„ჩვენ არ გვინდა ომი, მაგარამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობისთვის, ერთიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე, თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცერის წინაშე, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს დასაცავად. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო ჩვენი დევნილების მიმართ, ვის მხრებზეც გადაირა საქართველოს ყველაზე რთულმა ეპიზოდებმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.

მთავარი სათქმელი დღეს მაინც არის ის, რომ ომი არასდროს უნდა იყოს საქართველოს არჩევანი. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას იმისთვის, რომ დასრულდეს ოკუპაცია, იმისთვის, რომ გამთლიანდეს ქვეყანა და იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, როგორც ნამდვილად თავისუფალ ქვეყანას. ეს ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლის დროშა დღეს ქართულ საზოგადოებასა და პირველ რიგში იმ ახალგაზრდებს უჭირავთ, რომლებიც აგრძელებენ რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მოძრაობას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა წარმატებული იქნება.“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics