04:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 16:47:23, 1167 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: აქ გზა არასდროს ყოფილა, პროექტი შარშან დაიწყო და ხუთკილომეტრიანი გზა დაგებულია

"პროექტი შარშან დაიწყო და როგორც ხედავთ ხუთკილომეტრიანი გზა დაგებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ გზა არ არასდროს ყოფილა",- ეს განცხადება საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძე, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია იმით, რომ მათ მიეცათ საშუალება, უმოკლეს დროში, რამდენიმე წუთში ამ ადგილიდან ქალაქში აღმოჩდნენ.

"შარშან დაიწყო პროექტი და როგორც ხედავთ ხუთკილომეტრიანი გზა დაგებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ გზა არ არასდროს ყოფილა. გუშინ იმერეთში ვიყავი და ვნახე რამდენიმე ისეთი ადგილი, სადაც არასდროს გზა არ ყოფილა და უკვე იმ ადგილებში გზა იგება, ეს უდავოდ პოზიტიური მოვლენაა . მოსახლეობაც ამას ამბობს, გვხვდებიან და გვეუბნებიან, რომ ისეთ ადგილებში მოხერხდა გზის დაგება, სადაც არასდროს გზა არ ყოფილა. კომუნიკაციებზე პრობლემა აღარ არის , გაზი შემოყვანილია , ქალაქის მერმა გააკეთა განცხადება, რომ უკვე მომავალ წელს წყალიც იქნება”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 804 000 ლარი დაიხარჯა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics