04:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 15:44:22, 1293 ნახვა

კომენტარი
​ბახტაძე: ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვა, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო?!

"მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულებას გამოიწვევს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

ბახტაძემ პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობამ აღნიშნული პროექტის წარმატებით რეალიზაციისთვის ყველა ნაბიჯი გადადგა.

„სახელმწიფომ კონსორციუმისთვის გადასაცემად გამოისყიდა მიწები და ამაში გადაიხადა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. მთავრობამ აიღო დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია - იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პრიორიტეტულ სიაში და მე მარტივი კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც თავის თავს ფინანსისტს და მით უმეტეს ექსპერტს უწოდებს, ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო?! დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მეტიც, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელი იქნება, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და ის აუცილებლად ექნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics