12:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 14:03:49, 549 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები სოზარ სუბარს შეხვდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა ისაუბრეს აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების და დაზარალებულთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის საკითხებზე, რომელიც ეკომიგრანტებისთვის საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების შეძენას ითვალისწინებს. 

2013-2015 წლებში აჭარის მთავრობის მიერ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 181  ოჯახი. ასევე, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  სტიქიის შედეგად დაზარალებულ 1 083 ოჯახს გამოეყო 1 968 485 ლარი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიზნით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 27 ეკომიგრანტ ოჯახს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეუსყიდა საცხოვრებელი ფართები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვლის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 18 ეკომიგრანტი ოჯახისათვის შესყიდული იქნა საცხოვრებელი ფართები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics