19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 14:27:55, 1373 ნახვა

კომენტარი
ჩაჩავა: ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, მთავარი მიღწევაა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი

„ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“, - ამის შესახებ „სექტორი 3“-ის დამფუძნებელმა ქეთევან ჩაჩავამ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს 

„ისეთი კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, უამრავს საკითხს გულისხმობს და სამუშაო რეჟიმიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ინკლუზიური პროცესი. ამ პროცესში იქნება ბევრი აზრთა სხვაობაც. რა თქმა უნდა, ამ პროცესში იქნება ბევრი აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა მთლიანობაში ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“ - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ასევე, პროექტის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მეექვსე დღისა.

 

(NS) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics