19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 13:44:06, 1076 ნახვა

კომენტარი
რატი იონათამიშვილი: ახალი საარჩევნო კოდექსი შშმ პირთათვის მისაწვდომიბის მყარ გარანტიებს შექმნის

"დროებითი წესი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაინერგება, ეტლით მოსარგებლე და მობილურობის შეზღუდვის მქონე ამომრჩეველს მისცემს საშუალებას არჩევნებში მონაწილეობა საკუთარ ოლქში არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მისვლით მიიღონ, რომელიც იქნება ადაპტირებული და შესძლებენ დამოუკიდებელ გადაადგილებას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. 

როგორც იონათამიშვილმა განმარტა, ამისთვის საკმარისი იქნება რომ მოქალაქეებმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 6 დღით ადრე შესაბამის საარჩევნო, ან საოლქო კომისიას მიმართონ.

"ჩვენი მიზანია, ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის საარჩევნო გარემო მაქსიმალურად მისაწვდომი გავხადოთ და ეს უფლება კანონით იყოს დაცული. ამ მხრივ, ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა უსინათლო და მცირემხედველი, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული, ასევე, ინტელექტუალური შეფერხების მქონე ამომრჩევლისთვის, მთავარ გამოწვევად კი საარჩევნო უბნების ადაპტირება რჩება. შშმ პირებს აქვთ უფლება აირჩიონ და იყვნენ არჩეული, ხოლო თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუვლეყოფა ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 29-ე მუხლით გვაქვს აღიარებული. ცხადია, ეს დროებითი ნორმა არ არის საარჩევნო უბნების ადაპტირების ალტერნატივა,  არამედ მისი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე ხვალ მოგვცემს უსწრაფეს და პოზიტიურ შედეგებს და ამის პარალელურად, მისაწვდიმობის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ადაპტირების პროცესის გაზრდა ნამდვილად  იქნება თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა დეპუტატმა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics