|
2019-08-03 12:29:08, 16981 ნახვა
კულტურა
ორკესტრი „რიჩიოტი“ თბილისსა და რეგიონებში ღია კონცერტებს გამართავს
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 3 და 4 აგვისტოს, ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი “რიჩიოტი“ თბილისის სხვადასხვა უბანში მსმენელის წინაშე წარდგება. 3 აგვისტოს, 12:00 საათიდან ორკესტრი კონცერტს დაიწყებს ახალ აღმაშენებელზე; 17:00 საათზე წარდგება მრგვალ ბაღში; 18:00 საათზე კუს ტბაზე, ხოლო 21:00 საათზე ორბელიანის მოედანზე. 4 აგვისტოს, 19:30 საათზე, მუსიკოსები კონცერტს რუსთაველის მეტროს მიმდებარედ გამაართავენ. თბილისში „რიჩიოტი“ წარმოადგენს ფალიაშვილის, ცინცაძის, ჰენდელის, ლაღიძის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის და სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. ანსამბლი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 25 კონცერტს გამართავს, როგორც ცენტრალურ და ტურისტულ ადგილებში, ისე გარეუბნებში, ბაღებში, სკვერებში, სკოლებში და სამედიცინო დაწესებულებებში. ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი შედგება 42 ახალგაზრდა მუსიკოსისგან. მათ რეპერტუარშია კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპ მუსიკა და ჯაზი. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება ჰოლანდიაში მცხოვრები ვირტუოზი ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და რეგულარულად მართავს კონცერტებს როგორც ამსტერდამში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მისი და ,,რიჩიოტის“ კოლაბორაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს და ჰოლანდიას შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)