19:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 14:56:47, 1338 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ლარი ზედმეტადაა გაუფასურებული და ის მალე თავის ბუნებრივად მყარ ნიშნულს დაუბრუნდება

„ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი მოლოდინი იმისთვის, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბახტაძე აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებას ხელი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამით გამოწვეულმა მოლოდინებმა შეუწყვეს. „

ლარის კურსი, გაუფასურების შემდეგ, 2 დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზემდეტად იყო გაუფასურებული, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები კი ჯანსაღი იყო. ეს დაადასტურა ეკონომიკური ზრდის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც. სამწუხაროდ ამას, ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა. ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით, საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს. ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი მოლოდინი იმისთვის, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics