19:48 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 14:22:05, 1310 ნახვა

კომენტარი
პროკურორი არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა ნიკა გვარამიას ხელმეორედ გამოკითხვაზე

"რუსთავი 2"-ის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა ტელეკომპანიის ტოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ხელმეორედ გამოკითხვაზე. 

პროკურატურის განცხადებით, დღეს საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მიღებული პასუხების შესაბამისად კი დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო ნაბიჯები.

"გამოძიება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის  კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. და ასევე  ქონების გადამალვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა დღეს მოწმის სახით სასამართლოში ნიკა გვარამია. ეს პიროვნება გენერალური დირექტორი იყო რუსთავი 2-ის. ბუნებრივია რადგან პერიოდი ეხებოდა მისი მუშაობის პერიოდს მოხდა მისი გამოკითხვა. დაისვა შესაბამისი კითხვები და მივიღეთ პასუხები. ამ პასუხების შეფასებების შემდგომ დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. გამოკითხვა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics