20:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 11:41:39, 1183 ნახვა

კომენტარი
გვარამია: ნინო ნიჟარაძის ადვოკატი საადვოკატო პროსტიტუციით ოდითგანვე იყო დაკავებული

„საშუამავლო კომპანიების გარეშე კომერციული კომპანიები რეკლამით არ ვაჭრობენ“, - ასე უპასუხა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს ტელევიზიის  9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელის შესახებ დასმულ კითხვაზე.

გვარამია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია და  ტელევიზიის  9%-იანი წილის ყოფილი მფლობელი ნინო ნიჟარაძე, ამ საკითხში ვერ ერკვევიან, რადგან არ იციან, როგორ მუშაობს ტელევიზია. 

„ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ხომ იცით ვინც არის: შევარდნაძის დროს  ეწეოდა საადვოკატო პროსტიტუციას, ნაციონალური მოძრაობის დროს ეწეოდა საადვოკატო პროსტიტუციას და დღესაც ეწევა საადვოკატო პროსტიტუციას. პროსტიტუციის ასეთი ხშირი მოხმარების ადგილი არის სხვაგან, უთხარით და აუხსენით მაგ ადვოკატს.  რაც შეეხება საშუამავლო კომპანიებით ვაჭრობას - საშუამავლო კომპანიების გარეშე კომერციული კომპანიები არ ვაჭრობენ რეკლამით,  ანბანია კომერციული ვაჭრობის, თუ ბატონ სალიას ან ქალბატონ ნიჟარაძეს ეს არ ესმით, ჩემთვის გასაგებია - რადგან არც ერთმა და არც მეორემ არ იცის რა არის ტელევიზია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის  ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics