|
2015-07-08 11:47:31, 490 ნახვა
საზოგადოება
სასულიერო პირებმა და მრევლმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ აქცია გამართეს
სასულიერო პირებმა და მრევლმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქარველოს“ ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს, საქართველოში უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალოს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მართლადიდებელთა კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ გუნთიაძე აცხადებს, უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და გარყვნილების დასაკანონებლად იბრძვიან. „ჩვენი მოსვლის მიზეზია, რიგით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაპროტესტება, რომლებიც უცხო ქვეყნების მიერ ფინანსდებიან. ეს არასამთავრობოები საქართველოში გარყვნილების დასაკანონებლად იღწვიან. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდოს. ეს არასამთავრობოები გამოხატავენ თავიანთი დამკვეთების აზრს, ისინი უცხო ქვეყნის აგენტები არიან, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას. ესენი არიან ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაიცები, რომლებიც თუნდაც იდენტობასთან ერთად ვიღაცეების უფლებების დაცვას ხელს აწერენ“, – აღნიშნა გუნთიაძემ. საპროტესტო აქციის მონაწილე სასულიერო პირებმა ლოცვა წაიკითხეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)