20:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 18:48:14, 1438 ნახვა

კომენტარი
​მშვენიერაძე კუპრავაზე: გამამტყუნებელ განაჩენსაც არ შეუძლია სასამართლოს მიმართ საზოგადოების პატივისცემის ზრდა

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მძვენიერაძე   "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 9-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. 

როგორც მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, შესაძლოა ადამიანები კანონისა და ციხის შიშის გამო არ ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ ეს არ არის პატივისცემა.

"არ არსებობს შიშზე დაფუძნებული პატივისცემა. შესაძლოა ადამიანები კანონისა და ციხის შიშის გამო არ ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობენ, ან ძალაუფლებისადმი ჰქონდეთ შიშნარევი მოწიწება და რიდი, მაგრამ ეს არ არის პატივისცემა. ეს მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული დუმილია.

კუპრავას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსაც არ შეუძლია სასამართლოს მიმართ საზოგადოების პატივისცემის ზრდა. პირიქით, კიდევ უფრო უბიძგებს ადამიანებს, ზუსტად ისე იფიქრონ ჩვენს მართლმსაჯულებაზე, როგორც "დანაშაულის ჩადენინსას" ბუფეტში მჯმდომი მსჯავრდებული ფიქრობდა.

მხოლოდ პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანებს გონიათ, რომ ავტორიტეტსა და ხალხის პატივისცემას შიშის თესვით მოიპოვებენ. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, მისი, სწორედ რომ პრიმიტიული, ადამიანებით გამოვსებაა. რა თქმა უნდა, სისტემაში არიან ადამიანები, (როგორც მოსამართლეები, ისე თანაშემწეები, სხდომის მდივნები, აპარატის სხვა მოხელეები) რომლებსაც ამ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ, მაგრამ ისინი სრულ უმცირესობაში არიან", - წერს მშვენიერაძე. 

ცნობისთვის, სასამართლომ  "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას,  რომელსაც ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება, 9 თვიანი  პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics