|
2019-08-01 15:47:34, 983 ნახვა
საზოგადოება
გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს გაიხსნება
გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება. პარკის გახსნასთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან დაიწყება საბავშვო პროგრამა, ხოლო 20:00 საათიდან კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. როგორც საბავშვო პროგრამაში ჩართვა, ისე კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი; მოეწყო ველობილიკი, ასევე, განახლდა გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)