|
2019-08-01 14:13:18, 1479 ნახვა
საზოგადოება
„ოცნება“ ხდება მეორე ხელისუფლება, რომელმაც R2 მიიტაცა“ - ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადება
"რუსთავი2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ტელეკომპანიის მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე, 40%-იანი წილის დათმობის შესახებ უარს ამბობენ. როგორც დვალის და აქიმიძის განცხადებაშია აღნიშნული, "ქართული ოცნება" საქართველოს მეორე ხელისუფლება გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი ტელეკომპანია მიიტაცა. ამის დასტურად "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს, ქიბარ ხალვაშის მიერ მათთვის კომპანიის 40%-ის შეთავაზება მოჰყავთ. "2004 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია. ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულებად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)