01:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 11:05:57, 663 ნახვა

საზოგადოება
იური ნოზაძე პერევისა და ჭალის მოსახლეობას შეხვდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პერევსა და ჭალაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, ადგილობრივ მოსახლეობას  სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მოსახლეობას და უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას რეგიონებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტის ფორმირება", - განაცხადა იური ნოზაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, შეხვედრას  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც საჩხერის მუნიციპალიტეტში განხორციელდება; ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ეფექტიანობაზე და წარმატებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„ცენტრალური ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთად ვხვდებით საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, ადგილზე ვისმენთ იმ პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს აწუხებთ. ვფიქრობთ, უშუალო კომუნიკაცია მეტად ეფექტიანია", - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

პერევსა და ჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად დასაქმებისა და წყლის პრობლემების მოგვარება დაასახელა. გამართულ შეხვედრაზე იმერეთის მხარეში საკალმახე მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics