06:21 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 17:26:27, 8640 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს. 

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ საქალაქოს გადაყვეტილება 28 ივლისს გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარი შეეფარდათ.  

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics