|
2019-07-31 15:15:08, 1278 ნახვა
კომენტარი
მიქაბაძე: მიმდინარე პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას
„საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაუმჯობესებამ. მისი თქმით, დეფიციტი 90 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რამაც საგადამხდელო ბალანსის დეფიციტზე პოზიტიური გავლენა მოახდინა. მინისტრის მოადგილემ ასევე ასევე ყურადღება გაამახვილა მომსახურებით ვაჭრობის სტატისტიკაზე. მისი თქმით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 პროცენტით გაიზარდა, ასევე დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა წმინდა ფულადი გზავნილების მიმართულებით. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკის რეალური ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ოპერაციები უძრავი ქონებით, მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და სხვ. „როგორც 6 თვის მონაცემები ცხადყოფს, სახეზეა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება. თუმცა, ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ფონს ქმნის და უარყოფით მოლოდინებს იწვევს ეკონომიკაში. შედეგად, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლად და ეკონომიკისთვის მიყენებული შესაძლო ზარალის მინიმიზაციისკენ, უარყოფითი მოვლენების დაძლევისკენ. მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას საგარო და საშინაო რყევების მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.
(NS)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)