21:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 14:51:04, 1338 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ლარის კურსზე: გვენეტაძემ და ბახტაძემ აიკრან გუდა-ნაბადი და გადადგნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადადგომას ითხოვს. 

როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხელისუფლება არაკომპეტენტურ განცადებებს აკეთებს, როდესაც ლარის გაუფასურებას რუსი ტურისტების შემცირებით ხსნის. 

"2006 წელს, მაშინ, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი: -იანვარში რუსეთმა სპეციალურად ააფეთქა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენსკენ მომავალი გაზსადენი, გაყინა ქვეყანა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ეკონომიკას. მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეაკეთა, რადგან სომხეთში არსებულ მიწისქვეშა გაზსაცავში მარაგები სომხეთს მხოლოდ ამ დროის განმავლობაში ეყოფოდა. რომ არა ამ მილსადენზე სომხეთის მიბმა, გაზი ჩვენთვის მრავალი წლით იქნებოდა ჩაკეტილი. 
-მარტში რუსეთმა გამოაცხადა ემბარგო, აიკრძალა ღვინის, მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა, შეჩერდა საჰაერო მიმოსვლა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ლარი კი არ გაუფასურდა, პირიქით, აპრილში და შემდგომ პერიოდში გამყარდა და ასე გაგრძელდა მომდევნო წლის განმავლობაშიც.

ლარის სამიანის ნიშნულამდე დაცემის ახსნა მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ, სამომავლოდ რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შესაძლო შემცირებით, არის დემაგოგია. მიზეზი მათი არაკომპეტენტურობა და დაშვებული შეცდომებია. ლარის კურსიის ოფიციალურად ”სამამდე” გაუფასურებას თითქმის არაფერი აკლია. როგორც კი ეს მოხდება, გვენეტაძემ და ბახტაძემ აიკრან გუდა-ნაბადი და გადადგნენ თავიანთი პოსტებიდან", - წერს რომან გოცირიძე და 2006 წელს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics