|
2019-07-31 13:22:37, 711 ნახვა
საზოგადოება
FAO-ს მხარდაჭერით სერტიფიცირების ერთიანი სისტემა შემუშავდება
საქართველოში სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ერთიანი სისტემის შემუშავების და დანერგვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა პროექტის ძირითადი მიმართულებები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებთან განიხილა. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია FAO-ს მხარდაჭერა იმ პრიორიტეტული მიმართულებით, რაც ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებას და სანერგე მეურნეობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა პროდუქტიულობის ზრდას ნიშნავს. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით საუკეთესო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი, რომლის საწყის ეტაპზეც მრავალწლოვანი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების სტანდარტი შემუშავდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)