01:33 - 26 Jun, 2026
|
2019-07-31 13:00:17, 853 ნახვა
საზოგადოება
გლდანში ახლადრეაბილიტირებული პარკი 2 აგვისტოს გაიხსნება
გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე ახლადრეაბილიტირებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. 20:00 საათზე გვექნება ამ ულამაზესი, რეაბილიტირებული პარკის გახსნა. აქ მოწყობილია ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის - სპეციალური ზონა ბავშვებისთვის, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, სივრცე ძაღლების გასასეირნებლად და ასე შემდეგ. პარკი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი და გამწვანებულია, ახალი ხე-ნარგავებით. ასე რომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ, იქნება კონცერტი, საზეიმო განწყობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით აუცილებლად ისიამოვნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)