14:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 12:24:31, 1418 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მისი შეძენა 2.9675 ლარად არის შესაძლებელი.

გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.9300 - 2.9713.

გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.9643 კურსით დაიწყო და 0.78%-იანი გაუფასურება ფიქსირდება.

ცნობისთვის, თბილისის დროით 12:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.9675 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.9631 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. 

Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ივლისის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.8094-დან 2.9625-მდე მერყეობდა. 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.9507 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა, 3.2889 ლარად არის შესაძლებელი. 

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.98-დან 3.01 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.34 -3.38 ლარია.


 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics