00:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 10:41:37, 665 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის  თანამშრომლობის და კოორდინირებული  მუშაობის შედეგად, იმედია, რომ 2019 წლის რთველი შეფერხებების გარეშე ჩაივლის და წარმატებით დასრულდება.

„წელს, ყურძნის საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით, როგორც ხარისხობრივი, ასევე  რაოდენობრივი კუთხით. ყველა სიახლე, რაც მიმდინარე წელს რთველის პროცესში იქნება, მიმართულია ყურძნის აღრიცხვის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის უკეთ წარმართვისთვის, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს. ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი და შეუქცევადი პროცესი. შესაბამისად, ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის კუთხით მუშაობას სამინისტრო რთველის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად განახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს  რთველი 2019-ის ტექნიკურ დეტალებზე, ყურძნის ჩაბარების პროცედურულ საკითხებზე და სიახლეებზე ესაუბრა. წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ,  ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვას შეეხება. გასულ წელს, მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნის აღრიცხვა ხორციელდებოდა.  პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის მობილიზებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული რესურსი.  მიმდინარე წელს, რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის და კადასტრის ამონაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი, შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კადასტრის ამონაწერის დამოწმების მიზნით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე, მევენახეებმა   უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics