21:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 18:34:55, 1446 ნახვა

კომენტარი
დვალი: ხალვაშს უფლება აქვს ნებისმიერი ციფრი, ან საერთო არაფერი შემოგვთავაზოს - მის წინადადებაზე ვიმსჯელებთ

„სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ დღეს  ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა, ტელეკომპანიის მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დვალმა აღნიშნა, პროკურატურამ მას და ჯარჯი აქიმიძეს ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი წაართვა.

„სახელმწიფომ, კონკრეტულად კი პროკურატურამ, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ამ წუთას არ გვაქვს. შესაბამისად, ეს არის კეთილი ნება. დრო ბევრი გავიდა იმის შემდეგ, რაც სხვა ციფრები გაჟღერდა. ჩვენ ვთვლით, რომ ქიბარ ხალვაშს სრული უფლება აქვს დაასახელოს ნებისმიერი ციფრი ან საერთოდ არაფერი არ შემოგვთავაზოს, უბრალოდ, ჩვენი სრული უფლებაა მივიღოთ, ან არ მივიღოთ“, - განაცხადა დვალმა.

რაც შეეხება უშუალოდ ხალვაშის შეთავაზებას ტელეკომპანიის 40%-იან წილთან დაკავშირებით, დვალი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებენ.

„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ამაზე პასუხს არ ვიტყვით, მაინც ვიმსჯელებთ ადვოკატთან ერთად და დასაბუთებული იქნება პასუხი. ქიბარმაც აღნიშნა, რომ წინადადებასთან დაკავშირებით ბედნიერება არ გამოგვიხატავს და რა თქმა უნდა, რაც ჩვენ წინა დღეებში გავაჟღერეთ წითელ ხაზებთან დაკავშირებით, ფაქტორი იქნება. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მაგრამ ყველაფერი  მაინც დაიყვანება იმაზე, კონტროლი ვისია, უბრალოდ, მკაფიო და ჩამოყალიბებულ პასუხს ამ წუთას არ ვამბობთ. სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობაზე არ გვისაუბრია, მხოლოდ წილობრივ მონაწილეობაზე იყო საუბარი“, - განაცხადა დავით დვალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics