21:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 16:46:20, 1542 ნახვა

კომენტარი
ხუხაშვილი: გვენეტაძის განცხადება ტერმინილოგიური აბსურდი და არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო

„ტერმინილოგიური აბსურდი და  არაპროფესიონალიზმის ზეიმი“ - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით.

ხუხაშვილის მოსაზრებით,  თუ სავალუტო კურსი ქვეყანაში ტურიზმზეა დამოკიდებული, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა არ არსებობს.

„რაც შეეხება გვენეტაძის განცხადებას და მის ტერმინილოგიას, აბსოლუტური კატასტროფა იყო. როგორ ბრიყვდება ყველა ადამიანი და როგორ კარგავენ იმას, რაც აქვთ - გაუგებარია.  მან თქვა ტერმინი  „საგარეო შოკი“, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნის  შიგნით მიმდინარეობს ან ფინანსური, ან ეკონომიკური პროცესები და ის ირიბად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. მან  საგარეო შოკი რას უწოდა - უწოდა ტურისტების ნაკლებობას. ანუ, ტერმინოლოგიური აბსურდი ვიხილეთ, არაკომპეტენტურობის ზეიმი იყო მისი დღევანდელი განცხადება. კი ბატონო, ტურისტების ნაკლებობამ მოთხოვნა-მიწოდებაზე დეფიციტი გაზარდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტურიზმზე დამოკიდებული კურსი არ გაიშვას საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან ტურიზმი გახლავთ სეზონური მოვლენა, როგორ შეიძლება, რომ ეს სისტემურ გავლენას ახდენდეს ვალუტის კურსზე? იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკა საერთოდ არ გვაქვს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics